რა არის
სამგანზომილებიანი პრინტერი და როგორ მუშაობს ის?
•
სამგანზომილებიანმა საბეჭდმა მანქანამ შესაძლოა რევოლუციური
ცვლილებები შეიტანოს ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაში. მის პოპულარიზებას ხშირად პერსონალური
კომპიუტერის გამოჩენას ადარებენ. რა არის სამგანზომილებიანი პრინტერი და რისი დამზადება
შეუძლია მას?

სამგანზომილებიანი პრინტერი ზოგიერთმა შეიძლება სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროს მიაკუთვნოს, თუმცა ამ ტექნოლოგიას მწარმოებლები უკვე თითქმის 20 წელია იყენებენ მოდელებისა და პროტოტიპების დასამზადებლად.
•
სამგანზომილებიანი პრინტერი,
კომპიუტერში შედგენილი ციფრული მოდელის მიხედვით, რეალობაში აწყობს სხვადასხვა საგნებს.
პრინტერი საბეჭდ მასალად იყენებს პლასტიკატებს, კერამიკას და ლითონებს.

ბეჭდვის პროცესისას პრინტერი გაცხელებულ, ნახევრად თხევად პლასტიკატს ფენებად ასხამს დაზგაზე, ხოლო პრინტერის ღერძი ამ პლასტიკატს სასურველი საგნის ფორმას აძლევს. სამგანზომილებიანი პრინტერის საბეჭდი ინსტრუქცია ციფრული გეგმაა: ადამიანს კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით შეუძლია საგნის სამგანზომილებიანი ვირტუალური მოდელის შექმნა და კომპიუტერის სამგანზომილებიან პრინტერთან შეერთება. შემდეგ სამგანზომილებიანი პრინტერი მის თვალწინ ააშენებს ვირტუალური მოდელის უკვე ნივთიერ ვერსიას.

No comments:
Post a Comment