Thursday, November 28, 2013



პრინტერი არის  მოწყობილობა, რომლის საშუალებით ინფორმაცია ძირითადად მიიღება ქაღალდზე (შეიძლება გამჭვირვალე ფირზე, ან სხვ.). პრინტერის მრავალი მოდელი არსებობს. ისინი განსხვავდებიან წარმოებულობით, ინტერფეისით, ფუნქციური შესაძლებლობებით, მოქმედების პრინციპით. 

                             პრინტერ




პრინტერების სახეები
          გამოსახულების ფორმირებით პრინტერები იყოფა კონტურულ და რასტულ პრინტერებად:
      კონტურულ პრინტერში სიმბოლოს გამოსახულება უწყვეტი ხაზია და მიიღება ქაღალდზე შემღებავი ლენტის გამოყენებით, ქაღალდზე ნემსის დარტყმის საშუალებით.
      რასტულ პრინტერში გამოსახულება მიიღება უმცირესი წერტილების ერთობლიობით (წერტილის დიამეტრი 0,1-0,3 მმ).

      ამჟამად პერსონალურ კომპიუტერებში გამოიყენება მხოლოდ რასტული პრინტერები. წერტილების გადატანის პრინციპით რასტული პრინტერები იყოფა: მატრიცულ, ჭავლურ და ლაზერულ პრინტერებად.

No comments:

Post a Comment